რა ელის ჯვარს ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე

 

ქონების გადაცემაზე ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიის განკარგვასთან დაკავშირებით 2015 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა. საკრებულომ ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის აშენების მიზნით, ქალაქის ქონება რვამილიონიანი ტრანსფერის მიღების პირობით გადასცა აჭარის მთავრობას. 

 

თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყებასთან დაკავშირებით მთავრობას მოლაპარაკების გამართვა მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც მოუწევს, რადგან აღნიშნულ ნაკვეთზე დიდი ხანია ქვის ჯვარია აღმართული.

 

რას უპირებენ ჯვარს? – ამ კითხვით „ბათუმელების“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. სამინისტროში განმარტეს, რომ „საკითხზე მსჯელობენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ცაგო კახაბერიძე