სიახლეები

დღეს სტამბოლში საინვესტიციო ფორუმი „სტამბოლი-ბათუმი“ გაიხსნა

16.10.2015 • • 2170
დღეს სტამბოლში საინვესტიციო ფორუმი „სტამბოლი-ბათუმი“ გაიხსნა

 

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა: “იზრდება რეგიონის საბიუჯეტო შემოსულობები, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 139 მლნ. ლარი შეადგინა, 26%-ით მეტი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2014 წელს აჭარაში განხორციელებულმა პირდაპირმა კერძო ინვესტიციებმა 276 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 55% უცხოური ინვესტიციაა. 2015 წლის პირველი 6 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციები 44%-ით გაიზარდა და 165 მლნ აშშ დოლარი შეადგინა”.

 

მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2015 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა – “თურქული ინვესტიციების განხორციელების შედეგად ფუნქციონირება დაიწყო სასტუმრო ლეოგრანდმა, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკამ და უნივერსიტეტმა, ციტრუსის დამფასოებელმა და გადამამუშავებელმა საწარმომ, საფეიქრო, სამშენებლო მასალების მწარმოებელმა საწარმოებმა. ბათუმს მალე შეემატება მრავალფუნქციური სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსები მეტრო ატლას ჯორჯია, ბაბილონი, პრინსეს ჰოტელი და პორტა თაუერი. თურქული ინვესტიციების განცორციელების შედეგად ვითარდება სამშენებლო სექტორი. ჩვენთვის ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების ხელშეწყობა და მათი ინტერესების დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საინვესტიციო და უძრავი ქონების შესყიდვის პირობები მათთვის ერთნაირია” – განაცხადა დავით ბალაძემ.

 

 

ფორუმის ფარგლებაში აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ინვესტორებთან ორმხივ შეხვედრებს გამართავენ სტამბოლის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლმა,  ფორუმის მონაწილეებს სპეციალური პრეზენტაციის სახით, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, საპრივატიზაციო ობიექტებზე და ზოგადად საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე ინფორმაცია მიაწოდა. ფინანსტა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება. ბიზნეს ფორუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო ტურების ფარგლებში ტარდება.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით აჭარაში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა თურქეთი (42%), თურქული ინვესტიციები ძირითადად ტურიზმის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორში ხორციელდება.

 

აჭარის მთავრობის დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკას 17 ოქტომბერს დატოვებს.

 

გადაბეჭდვის წესი