მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრი „მარშუტკებში“ სავალდებულო კონდიცირებას ითხოვს

14.06.2019 • 1700
ბათუმის საკრებულოს წევრი „მარშუტკებში“ სავალდებულო კონდიცირებას ითხოვს

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებზე, რომლებსაც კონდიცირების სისტემა გამართული არ ჰქონდათ, მგზავრთა გადაყვანის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა 2018 წლის ივლისში  მიიღესთუმცა მიკროავტობუსების მძღოლთა უმრავლესობა მგზავრთა გადაყვანისას კონდიცირებას არ რთავს. 

ბათუმის საკრებულოს წევრმა, ნატალია ძიძიგურმა, მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდიცირების საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა.

„ხშირად მიწევს მარშუტკით მგზავრობა და არ არის კონდიცირება,“- განაცხადა ნატალია ძიძიგურმა საკრებულოს სხდომაზე. მისი თქმით, ეს კონკურსის პირობა იყო, თუმცა არ სრულდება.

ნატალია ძიძიგურმა ასევე მოითხოვა მერიამ შეასრულოს პირობა ქუჩების მორწყვასთან დაკავშირებით. მისივე ინიციატივაა ამხანაგობების მოწვევა პრობლემების განხილვის მიზნით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: