მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

14.06.2019 • 1303
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის  21 საათიდან 15 ივნისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25  – 30  გრადუსი  
  • ღამით: 15 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 26  გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 16-17 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: