მთავარი,სიახლეები

სასტუმრო „კასტელო მარემ“ რუსეთის დროშა ჩამოხსნა და აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტია

13.06.2019 • 4741
სასტუმრო „კასტელო მარემ“ რუსეთის დროშა ჩამოხსნა და აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტია

სასტუმრო „კასტელო მარე“ ფეისბუქზე ეხმიანება TV 25-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასტუმროზე რუსეთის დროშა ფრიალებს.

„რუსეთის დროშასთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის, ეს არის სტუმრის პატივისცემა მხოლოდ და მხოლოდ და სხვა არაფერი.

ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და არც ერთ შემთხვევაში არ ვიზიარებთ სხვა პოზიციას!!

აქვე აღვნიშნავთ, რომ დროშა ჩამოხსნილია“ – ვკითხულობთ სასტუმროს ფეისბუქგვერდზე.

გადაბეჭდვის წესი