მთავარი,სიახლეები

დღეს სანაპიროზე ქალი მაშველები გამოჩნდნენ

13.06.2019 • 3470
დღეს სანაპიროზე ქალი მაშველები გამოჩნდნენ

დღეს სამაშველო სამსახურმა მედიას 9 ქალი მაშველი წარუდგინა.  წელს პირველად, ქალი მაშველები კაცებთან ერთად იმუშავებენ მთელი სეზონის განმავლობაში. ქალები, ჯერჯერობით, გადამზადებას გაივლიან. წვრთნები დღეს, 13 ივნისს დაიწყო.

აჭარის სანაპიროზე, ზღვის სეზონზე, 15 ივნისიდან 160 მაშველი იმუშავებს, ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ კი – 250, მათ შორის 20 ქალი იქნება.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით წელს 50 მაშველი დაამატეს. სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.

ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამაშველო სამსახური ორი პირის გადარჩენის შესახებ იტყობინებოდა. ბათუმის ზღვის სანაპიროზე უკვე ძალიან ბევრი დამსვენებელია, მათ შორის ბავშვებიც.

მაშველი ბათუმის სანაპიროდან

წელს პირველად ბათუმის პლაჟზე მაშველი ქალები იმუშავებენ. 20 წლის ნინო ბეჟანიძე ერთ-ერთი პირველი მაშველი გოგოა. იგი გვიყვება თუ რატომ გადაწყვიტა მაშველობა.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on პარასკევი, 14 ივნისი, 2019

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: