მთავარი,სიახლეები

მერმა მუსლიმებს სასამართლოში შეატყობინა, რომ მათ 8 ივლისს შეხვდება – ახალი მეჩეთის საქმე

12.06.2019 • 1278
მერმა მუსლიმებს სასამართლოში შეატყობინა, რომ მათ 8 ივლისს შეხვდება – ახალი მეჩეთის საქმე

8 ივლისს, დილის 10 საათზე შედგება შეხვედრა ბათუმის მერსა და მუსლიმ თემს შორის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. მერის, ლაშა კომახიძის ხელმოწერილი წერილი მერიის იურისტმა სასამართლოში უკვე მიიტანა, სასამართლო პროცესი ჯერ არ განახლებულა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სასამართლო პროცესი დღეს დილით გადადო, რადგან მერიის მიერ წინა სხდომაზე გაცემული დაპირების მიუხედავად, შეხვერა საერთოდ არ შემდგარა. შესვენება პროცესზე მას შემდეგ გამოცხადდა, როცა მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ თქვა, რომ “მერია ისევ გამოხატავს მზაობას”.

“ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა” ბათუმის მერიას სასამართლოში ორი წლის წინ უჩივლა. მუსლიმი თემი მერიის იმ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას ითხოვს, რომლითაც ახალი მეჩეთის მშენებლობის პირველი სტადიის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი თქვა. მუსლიმები ასევე ითხოვენ ამ საქმეზე დისკრიმინაციის დადგენას.

ლაშა კომახიძის ხელმოწერილი წერილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: