Tbilisi Open Air-ის 6 ბილეთი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის – გათამაშება


„ბათუმელები“/netgazeti.ge აწყობს საჩუქრების საზაფხულო გათამაშებას სტუდენტებისთვის.

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდა მკითხველთა ბაზაში და პერიოდულად მიიღებენ მონაწილეობას გამოკითხვა-გათამაშებებში.

პირველ ეტაპზე გადათამაშდება Tbilisi Open Air 2019 -ის 6 ბილეთი – 21-22-23 ივნისი.

სტუდენტებისთვის სეზონური საჩუქრების გათამაშება არის ჩვენი ახალი პროექტის იდეის ერთი ეტაპი. ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ სტუდენტების საჭიროებებისა და ინტერესების შესახებ, რათა შევქმნათ მათთვის სასარგებლო რესურსები.

რეგისტრაციისა და მეტი დეტალის გასაგებად დაკლიკეთ:

რეგისტრაცია დაიწყება 10 ივნისს და დასრულდება 17 ივნისს, 24:00 საათზე.

საჩუქრები გათამაშდება ელექტრონულად (სპეციალური პროგრამის საშუალებით). გათამაშებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ფეისბუქგვერდებზე.  გათამაშება გაიმართება 18 ივნისს; გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცემათ 19 ივნისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.