ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, 10-13 ივნისს ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა TCSG – 307 შემოდის, თურქეთ-საქართველოს სანაპირო დაცვის ორმხრივი ურთიერთობების გეგმის ფარგლებში.
საკონსულოს ცნობით, აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სანაპირო დაცვის ორი თურქი და ორი ქართველი თანამშრომელი გაცვლით პროგრამაში ჩაერთვება.
TCSG-307 თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღის დათვალიერება ვიზიტორებს 11 ივნისს, სამშაბათს – 13:00-17:00 საათზე შეეძლებათ.
საპორტო ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვის გემების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები გაიმართება.