მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში


გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 19  მაისის 21 საათიდან  20 მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 -26 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნო ორ დღეს,21-22 მაისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 18, 5 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, გულნარა კაკაბაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.