ბათუმი,მთავარი,სიახლეები

საოლქო კომისია: ხულოში 54-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია

19.05.2019 • 1362
საოლქო კომისია: ხულოში 54-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია

ხულოში, დილის 8 საათისთვის, 54-ვე საარჩევნო უბანი გახნილია. ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ პროცესს პრობლემები არ მოჰყოლია და კანონმდებლობის დაცვით ჩაიარა.

დღეს, 19 მაისს ხულოში, მერს ირჩევენ. ხულოს მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის.

ამომრჩეველთა აქტივობა ხულოში, დილიდანვე მაღალია.

ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.

ხულოს მერის არჩევნები / 19.05.2019 / ხულოს N1 საარჩევნო უბანი / ცაგო კახაბერიძის ფოტო

დღეს, 19 მაისს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: