მთავარი,სიახლეები

18 მაისის ღამე მუზეუმში – პროექტი, რომელშიც ვიზიტორებიც ჩაერთვებიან

18.05.2019 • 2064
18 მაისის ღამე მუზეუმში – პროექტი, რომელშიც ვიზიტორებიც ჩაერთვებიან

18 მაისიდან 19 მაისს გარდამავალი ღამეს, ბათუმის მუზეუმებში შეგიძლიათ უფასოდ შეხვიდეთ. უფასო ვიზიტები 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დღეს ღამეს დაგეგმილია აქტივობა სახელწოდებით – „ღამე მუზეუმში“. პროექტი გულისხმობს აქტივობებში ვიზიტორების ჩართვას.

ღონისძიებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

18 მაისი:

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

„ერთი დღე ძველ ბათუმში“. წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქალაქური ყოფა. ეს აქტივობა მალე დაიწყება [21:00-დან 01:00 საათამდე].

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმში

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება „არტეფაქტების მინაბაძების დამზადება კერამიკულ სახელოსნოში“; ღამის 10 საათიდან კი წარმოდგენილი იქნება „ხალხური მეტალურგიის ტრადიციები აჭარაში“;

ხელოვნების მუზეუმი

„XX ს. ქართული მხატვრობა“; წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია, რომელიც შეგიქმნით ნათელ წარმოდგენას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ძირითად ეტაპებზე. [დასაწყისი 20 საათზე];
მსოფლიო შედევრების რეპროდუქციული ბანერების გამოფენა თემაზე ,,ცეკვა მხატვრობაში“ და ,,ბავშვთა სახეები ხელოვნებაში“ [დასაწყისი 20 საათზე];
გამოჩენილი ებრაელი სკულპტორის, ფრანკ მაისლერის მცირე პლასტიკის ნიმუშების გამოფენა [დასაწყისი 20 საათზე];

20 მაისი

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი 
,,ჩინური სახლი“ – სტუმრები გაეცნობიან ჩაის კულტურის მოკლე ისტორიას, ჩაის სმასთან დაკავშირებულ რიტუალს. გამოიფინება ამ რიტუალთან დაკავშირებული ექსპონატები.

 21 მაისი

ხელოვნების მუზეუმი
ბათუმელ მხატვართა ჯგუფური გამოფენა/გალერეა [დასაწყისი 16 საათზე].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: