მთავარი,სიახლეები

სასტუმრო „ინტურისტმა“ ისტორიული ღობე მოშალა

16.05.2019 • 2941
სასტუმრო „ინტურისტმა“ ისტორიული ღობე მოშალა

სასტუმრო „ინტურისტმა“ ნინოშვილის ქუჩის მხრიდან შენობის ღობე ნაწილობრივ მოშალა და ღია შესასვლელები მოაწყო. როგორც შენობას, ასევე ღობეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და კანონი ძეგლთან მიმართებაში, ნებისმიერი ჩარევის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებას ითვალისწინებს, სააგენტო კი, გადაწყვეტილებას საკითხის ძეგლების საბჭოსთან განხილვის შემდეგ იღებს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე უკვე იყო გასული და სასტუმროს მფლობელი 10 000 ლარით დააჯარიმა.

კითხვაზე, დაავალდებულა თუ არა სააგენტომ შენობის მეპატრონე პირვანდელი სახით აღადგინოს ისტორიული ღობე, სააგენტოში დაზუსტებული პასუხი ვერ გაგვცეს: „ამას, სავარაუდოდ, სასამართლო გადაწყვეტს“.

კომენტარი არ გააკეთეს სასტუმროს ადმინისტრაციაში. ერთ-ერთმა მენეჯერმა გვითხრა, რომ მთავარი მენეჯერი  დაგვიკავშირდება იმ შემთხვევაში, თუ კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: