რეკლამა,სიახლეები

„წყალი და ადამიანი“ – კონფერენცია „ანრიში“ ოკეანის დღის აღსანიშნავად [ანონსი]

16.05.2019 • 2265
„წყალი და ადამიანი“ – კონფერენცია „ანრიში“ ოკეანის დღის აღსანიშნავად [ანონსი]

8 ივნისს მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავს. ეს საერთაშორისო ეკოლოგიური დღესასწაული 1992 წელს დაარსდა.

წყლების დაცვაზე ზრუნვა ყველა ქვეყნის ვალდებულებაა. სწორედ ეკოლოგია გვაერთიანებს ჩვენ. დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და რადგან დედამიწის ორი მესამედი წყალია, რომელიც სიცოცხლის საწყისია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ წყლის დაბინძურება სიცოცხლის საწინააღმდეგო ქმედებაა.

ოკეანეებისა და ზღვების მდგომარეობას ყველაზე კარგად მეზღვაური აფასებს – ხედავს, როგორ წარმოიშვა უზარმაზარი ნაგვის კუნძულები ოკეანეში. ქიმიური ნარჩენების, კანალიზაციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება შეუძლებელი გახდა. თუ ადამიანი არ გაუფრთხილდება თავის წყაროს, მდინარეს, ზღვას, კიდევ უფრო გაიზრდება ნაგვის კუნძულების ფართობი ოკეანეებში, გაიზრდება მისი მჟავიანობა, ქიმიური ნაერთები გაანადგურებენ ცოცხალ ორგანიზმებს და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება მთელი ცივილიზაცია.

ჩვენ, როგორც საზღვაო-საპორტო რეგიონი, რომელიც საზღვაო განათლების ცენტრია ქვეყანაში, ვალდებულები ვართ, გავიაზროთ გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზაციის ვალდებულება. ამ მიზნით, 7 ივნისს 11 საათზე ბუსს ანრის კადეტები დაასუფთავებენ სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიას, ზღვის სანაპიროს და მეზღვაურთა კლუბის მიერ გაშენებულ მეზღვაურთა ხეივანს. ხოლო, 8 ივნისს, 11 საათზე,  ვმართავთ შემეცნებით კონფერენციას თემაზე – „წყალი და ადამიანი“.

კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან პორტის, ნავთობბაზის, ქალაქ ბათუმის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი აკვატორიის, მასში ჩამდინარე წყლებისა და სანაპიროს გარემოსდაცვით ღონისძიებებზე.

კონფერენციას ასევე დაესწრებიან  აჭარაში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: