პირველად ბათუმში პუჩინის „ბოჰემა“ დაიდგმება



ბათუმის მუსიკალური ცენტრი პრემიერისთვის ემზადება. ბათუმში პირველად დაიდგმება პუჩინის ოთხმოქმედებიანი ოპერა „ბოჰემა“. პრემიერა 28 და 30 მაისსა დაგეგმილი.

ოპერის დამდგმელი რეჟისორია დავით მუქერია, კიდევ ერთი რეჟისორი და სცენოგრაფი – გეორგ რუთერინგი [შვეიცარია], სამხატვრო ხელმძღვანელები არიან: ნინო ლეჟავა, რომელიც იტალიაში ქალაქ პეზაროს რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის  საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიას წარმოადგენს და მარიამ ჯახუტაშვილი,  ბათუმის საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი.

სპექტაკლში მონაწილეობს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და  გუნდი, ასევე, ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ბავშვთა გუნდი.

სპექტაკლი ორჯერ იქნება წარმოდგენილი. 28 და 30 მაისს. პირველ დადგმაში უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას ჩილედან, ავსტრიიდან, ხორვატიიდან და რუსეთიდან ქართველი შემსრულებლებთან ერთად, მეორე დადგმაში კი მხოლოდ ქართველი შემსრულებლები იქნებიან წარმოდგენილი.

ბილეთის ფასი 5 ლარიდან იწყება, გაიყიდება 10, 15 და 20- ლარიანი ბილეთებიც. ბილეთები იყიდება ბათუმის ხელოვნების ცენტრის სალაროში და biletebi.ge – ზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com