მთავარი,სიახლეები

ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე – დაშავდა ოთხი ადამიანი

14.05.2019 • 4646
ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე – დაშავდა ოთხი ადამიანი

ქობულეთი – ბათუმის ავტომაგისტრალზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი დაშავებული ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმბოლურად ამოყირავებული ავტომანქანა აქვს განთავსებული კამპანიის ფარგლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე, ნონა ბარამიას ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: