2019 წლის 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩა ტაძრის სახურავის ერთი მესამედი. დაიწვა შპილი და ნაწილობრივ დაზიანდა ტაძრის ინტერიერი.
2019 წლის 22 აპრილის მონაცემებით, ნოტრ-დამის აღსადგენად დაარსებულ საქველმოქმედო ფონდში უკვე 1 მილიარდზე მეტი ევრო იყო ჩარიცხული.
17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს არქიტექტორებისთვის ძეგლის სრულად აღდგენაზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლება უპირატესობას მიანიჭებს ახალ ხედვას, რაც მორგებული იქნება ტაძრის პირვანდელ ფორმასთან და ამავე დროს ასახავს თანამედროვე ეპოქასაც.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ კონკურსში ჩართვის მოსურნე არქიტექტორებს ყველაზე თამამი და უცნაური ინტერპრეტაციების შესაძლებლობა მისცა, მათგან ზოგ ვარიანტს დადებითი გამოხმაურება აქვს, ზოგს კი ყველა იწუნებს.