მთავარი,სიახლეები

აჭარაში 20 საჯარო სკოლისთვის სამინისტრო სპორტულ ინვენტარს შეიძენს

03.05.2019 • 1547
აჭარაში 20 საჯარო სკოლისთვის სამინისტრო სპორტულ ინვენტარს შეიძენს

ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 20 საჯარო სკოლისათვის აჭარის განათლების სამინისტრო სპორტულ ინვენტარს შეიძენს. ინვენტარის შესაძენად ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებულია.

მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, მინი ფეხბურთის, ბადმინტონისა და ჭადრაკისთვის საჭირო ინვენტარი შემდეგ სკოლებზე გადანაწილდება:

  • ქალაქ ბათუმის N11, N13, N15, N27 საჯარო სკოლები;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1, სოფელ სალიბაურის N1, სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა, სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქობულეთის N2 და N3 საჯარო სკოლები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლა;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლა, სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა, სოფელ შუბნის საჯარო სკოლა;
  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა; დაბა ქედის საჯარო სკოლა, სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა;
  • დაბა ხულოს საჯარო სკოლა, სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლა და სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სპორტული ინვენტარის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 12 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება. ინვენტარი სამინისტროს ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მიაწოდოს.

___________

ფოტო: pexels.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: