მთავარი,სიახლეები

ორი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – ავარია ქედაში

03.05.2019 • 4112
ორი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – ავარია ქედაში

შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. ავარია გუშინ, 2 მაისს, საღამოს მოხდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში. ავტომანქანა ფერდობზე გადატრიალდა.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილ და დაშავებულებს შორის არ არიან არასრულწლოვნები. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: