ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ზოგ უბანს და ზემო აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება

02.05.2019 • 1637
ბათუმის ზოგ უბანს და ზემო აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება

ბათუმის ზოგიერთ უბანს და მაღალმთიან აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, რომ ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

„მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ეტაპობრივად აღდგება რეგიონებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ,“ – გვითხრეს საქართველოს ელექტროსისტემაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით კი, ზემო აჭარისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე დაიწყო, „ველოდებით, რომ მოკლე ხანში სრულად აღდგება ზემო აჭარის, ასევე, ბათუმის ენერგომომარაგებაც“.

  • თბილისისა და რეგიონების ნაწილში [აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი] ელექტროენერგიის მიწოდება 18:11 საათზე შეწყდა.
  • დედაქალაქის რაიონების გარდა, ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთავს, ქუთაისს, გორსა და ზუგდიდს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/361067/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: