მთავარი,სიახლეები

საერთაშორისო და სამედიცინო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა ბათუმში [ანონსი]

01.05.2019 • 1942
საერთაშორისო და სამედიცინო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა ბათუმში [ანონსი]

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 2019 წლის 10-11-12 მაისს, საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის, ასევე სამედიცინო ტურიზმის გამოფენა გაიმართება.

სამდღიან გამოფენებში მონაწილეობას იღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, გერმანია, ბელორუსი, ჰოლანდია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი.

ორგანიზატორთა განცხადებით გამოფენების ძირითადი მიზანია ქვეყანაში სამედიცინო ინოვაციების დანერგვა, ტურიზმისა და სემედიცინო სფეროების განვითარება, კონფერენციების, სემინარების, საინფორმაციო ტურების მოწყობა, ახალი კონტაქტების დამყარება.

მე-12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და მე-2 საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენა „EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019“, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 10 მაისს, დილის 12 საათზე გაიხსნება.

გადაბეჭდვის წესი