ბათუმში მდებარე არდაგანის ტბა, რომელშიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო სანახაობა ე.წ. მოცეკვავე შადრევნებია დამონტაჟებული, ისევ დაბინძურებულია. ტბის დაბინძურების შესახებ ამჯერად ტვიტერზე შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი წერს.
“მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი”, – წერს ელჩი.
ელჩს ტვიტერზევე ჰკითხეს, თუ როდის იყო გადაღებული ფოტო. ულრიკ ტიდესტრომმა კი უპასუხა რომ ფოტო დღეს, 26 აპრილს გადაიღო.
„იმედია ეს დროებითია [დაბინძურება]. მშვენიერი ქალაქია და ვიცი, რომ ბევრს მუშაობენ იმისათვის, რომ დაიცვან და გააუმჯობესონ გარემო ქალაქში, რეგიონსა და ქვეყანაში. შვედეთი მხარს გიჭერთ,” – წერს შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი.
არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ “ბათუმელებმა” რამდენჯერმე დაწერა. ტბა პერიოდულად იწმინდება, თუმცა ისევ ბინძურდება.
„ბათუმის წყალმა“ 22 აპრილს, “ბათუმელებისთვის” მიცემულ კომენტარში თქვა, რომ ტბის ზედაპირული გაწმენდა ყოველდღე მიმდინარეობს, მექანიკური გაწმენდა კი ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით ხდება. ტბა განსაკუთრებით „მაგნოლიას“ მხარეს ბინძურდება. „ბათუმის წყალს“ არ ჩაუტარებია კვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვეოდა თუ რის გამო ბინძურდება არდაგანის ტბა.
“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა “ბათუმის წყლის” პიარ სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ ტექნიკური ჯგუფი გავა ტბასთან არსებული მდგომარეობის გადასამოწმებლად.
Dancing Fountains pond in #Batumi. Beautiful from afar. Less appealing up close. #KeepGeorgiaTidy @SwedeninGE @CleanUpGeorgia @AlumniSweden pic.twitter.com/rPA8bDrNDN
— Ulrik Tideström 🇸🇪 (@UTidestrom) April 26, 2019
ამავე თემაზე: