ვაჟა-ფშაველას 13-ში ათსართულიანი სახლის პროექტი ზონალურმა საბჭომ არ შეითანხმა



ვაჟა-ფშაველას #13-ში შპს „ბათ ინვესტს“ ათსართულიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ უარი უთხრა.

საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათთვის აქ იმ მასშტაბის შენობის მშენებლობა მათთვის მიუღებელია, რაც კომპანიას აქვს წარდგენილი.

პროექტის რენდერი, რომელიც სხდომაზე წარმოადგინეს

დღეს ზონალურ საბჭოზე კომპანიის დირექტორთან ერთად ის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ვაჟა-ფაშაველას #13-ში ცხოვრობდნენ და ინვესტორთან შეთანხმებით საკუთრება ახალი ბინების მიღების სანაცვლოდ დათმეს. მათ საბჭოს წევრებს სთხოვეს, მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება, რომ კომპანიამ მშენებლობა დაიწყოს და დანაპირები შეასრულოს.

დღეს კომპანიამ საბჭოს ათსართულიანი, მრავალბინიანი სახლის პროექტი წარუდგინა, სიმაღლის შემცირებასთან დაკავშირებით კი კომპანიის დირექტორმა  განმარტა, რომ სართულიანობის შემცირების შემთხვევაში მშენებლობის დაწყების საკითხი ისევ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, რადგან კომპანიას აქვს აღებული ვალდებულება, ამავე ბინაში ფართები გადასცეს მესაკუთრეებს, დარჩენილი ბინებიდან კი კომპანიამ უნდა აინაზღაუროს ის ზარალი, რაც დაგეგმილი მშენებლობლობის გაჩერების გამო მიადგა.

კომპანიის დირექტორმა დღეს სხდომაზე განმარტა, რომ მშენებლობის დაგეგმვის პროცესში კომპეტენტურ ორგანოებთან მოლაპარაკებებისას კომპანიას ჰქონდა ინფორმაცია, რომ შენობა ძეგლი არ იყო.

ზონალურმა საბჭომ დღეს რეკომენდაცია მისცა კომპანიას, რომ სართულიანობა და პროექტის სიმაღლე შეამციროს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, საბჭო პროექტს შეითანხმებს.

ვაჟა-ფშაველას #13 – აქ დანგრეული ძეგლის ნაცვლად კორპუსის აშენებას აპირებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი