მთავარი,სიახლეები

სარფის საბაჟოზე მოქალაქეს 17 ათასამდე ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გადაჰქონდა

24.04.2019 • 949
სარფის საბაჟოზე მოქალაქეს 17 ათასამდე ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გადაჰქონდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 17 აპრილს, სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქის ფიზიკური და მისი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 16,749.45 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 259.24 გრამი) გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: