მთავარი,სიახლეები

ამერიკის ელჩის კომენტარი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე

23.04.2019 • 1558
ამერიკის ელჩის კომენტარი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე

რა შთაბეჭდილება დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის იმპიჩმენტზე და ხედავს თუ არა იგი საფრთხეებს? –  შეკითხვა ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა დღეს, 23 აპრილს ბათუმში დაუსვეს. ამერიკის საელჩომ 18 აპრილს განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებდა „აჭარის ტელევიზიაში“ განვითარებულ მოვლენებს.

„მე ვიცი ამ სიტუაციის შესახებ. ჩემი თანამშრომლები მაწვდიდნენ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, დეტალებზე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ტელევიზიის სანდოობას. შეფასებებში ეს იქნა აღნიშნული, რომ განსაკუთრებით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის გაშუქებისას ამ ტელევიზიას მართლაც აქვს ეს რეპუტაცია, სანდოობა. იმედია, ეს შეუნარჩუნდება. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის დაკვირვებას,“ – გვითხრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.

მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიის დირექტორს 19 აპრილს გამოუცხდა უნდობლობა და თანამდებობიდან გადააყენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: