მთავარი,სიახლეები

„ბათომი“: ისტორიული დაცვის ზონაში ხანძრები ეჭვს აჩენს

23.04.2019 • 1272
„ბათომი“: ისტორიული დაცვის ზონაში ხანძრები ეჭვს აჩენს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ აჭარის კულტუტული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორს, ზაურ ახვლედიანსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს
ლაშა კომახიძეს მიმართავს. ორგანიზაცია ეხმიანება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, 20 აპრილს გაჩენილ ხანძარს, რომლის შედეგადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში ხანძარი გაჩნდა.

„მიმდინარე წლის 20 აპრილს ქალაქ ბათუმში, კომახიძის ქუჩა 1-ში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი ძალიან საგანგაშოა ქალაქისთვის. ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრები ეჭვს აჩენს იმის თაობაზე, ხომ არ უკავშირდება ეს მოვლენები ე. წ. „მენაშენეთა“ აქტიურობას ისტორიული დაცვის ზონაში სამშენებლო ნებართვის მიღების გაიოლების მიზნით.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებმა გამოიჩინონ სიმტკიცე – გაატარონ მკაცრი და თანმიმდევრული პოლიტიკა. მოგმართავთ თხოვნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისმა უწყებებმა დაადგინონ კომახიძის 1-ში ხანძრის გაჩენის მიზეზი; ასევე შესაძლო მოკლე ვადაში შემუშავდეს და განხორციელდეს შენობის კონსტრუქციული სტაბილიზაციის გეგმა (გადახურვა, მზიდი კონსტრუქციები და სხვა)“ – ვკითხულობთ წერილში.

მთავარ ფოტოზე: კომახიძის #1-ში მდებარე შენობა ხანძრის შემდეგ 

ამავე თემაზე: 

ხანძარი ბათუმში, ძველ სინაგოგასთან მდებარე შენობაში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: