მთავარი,სიახლეები

აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა

23.04.2019 • 2986
აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა

დღეს, 23 აპრილს, ცნობილი გახდა საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წელს ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები.

კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეულ ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა, თუმცა  ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია. აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.

ჯერჯერობით დადგენილი არ არის, საიდან ხვდება ბავშვების სისხლში ტყვია, ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

კვლევა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით ჩატარდა.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2-დან 7 წლის, დაახლოებით 1500 ბავშვს აუღეს სისხლი ქვეყნის მასშტაბით.

ვრცლად ამ თემაზე: 

საქართველოში ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს – ეროვნული კვლევა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: