ვარშავა-ბათუმი – პოლონური ავიაკომპანია ზაფხულში ჩარტერულ რეისებს შეასრულებს



სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, პოლონური ავიაკომპანია Enter Air-ი ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია Enter Air-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა უკვა მიანიჭა.

ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე Enter Air-ი ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ სულ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.