მთავარი,სიახლეები

საპენსიო სქემაში უკვე 715 000 ადამიანი ჩაერთო

10.04.2019 • 1782
საპენსიო სქემაში უკვე 715 000 ადამიანი ჩაერთო

საპენსიო სააგენტოს ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიის სქემაში უკვე ჩართულია 715 000 ადამიანი, ხოლო 71-მა პირმა საპენსიო სქემა დატოვა.

დღეის მდგომარეობით სააგენტოს ფონდში ჯამში 150 მილიონზე მეტი ლარია, დაგროვებით საპენსიო სქემაში კი 48 ათასი კომპანიაა ჩართული.

„ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კომპანია რეგისტრირდება. ბევრი კომპანიაა, რომელსაც აქვს გახსნილი დეკლარაცია, ჯერ არ დაუხურავს, ჩვენთვის ათვლის წერტილი არის დახურული დეკლარაცია და ამიტომაც ვთხოვთ კომპანიებს, დროულად დახურონ დეკლარაცია. ასევე, ვისაც არ შემოუტანია ჯერ განაცხადი და არ დაუწყია დანაზოგის გაკეთება მათი თანაშრომლებისთვის, ვთხოვთ, დროულად განახორციელონ ეს პროცედურა, რადგან ეს კანონმდებლობით მართული პროცესია და საკანონმდებლო დონეზე აუცილებლად იქნება გაკონტროლებული,“ – გვითხრეს საპენსიო სააგენტოში.

რაც შეეხება საპენსიო სქემის დატოვებას, ამის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40  ან მეტი წლის. განცხადების დაწერა სქემის დატოვებაზე კი შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა იწყება იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი [პერიოდი], შეგიძლიათ შეამოწმოთ საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ თქვენს პირად პროფილზე. პირად პროფილზე შესასვლელად კი გჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოთ. თუ ორი დამსაქმებელი გყავთ, პირად გვერდზე შესასვლელად დაგჭირდებათ ორი პაროლი.

სქემის დატოვების თაობაზე განცხადების დასაწერად [სქემაში ჩართვის დღიდან სამი თვის შემდეგ] გაქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვებთ სქემას, რჩებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და ამ სქემიდან ვეღარ გამოხვალთ. 

ამავე თემაზე: 

საპენსიო სააგენტო: პირად საპენსიო ანგარიშებზე თანხას საშუალოდ 7% სარგებელი უკვე ერიცხება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: