მთავარი,სიახლეები

ვილნიუსიდან ბათუმში ჩარტერული ავიარეისები იგეგმება

10.04.2019 • 1000
ვილნიუსიდან ბათუმში ჩარტერული ავიარეისები იგეგმება

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები სექტემბრიდან დაიწყება – ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ტუროპერატორ „ტეზტურის“ წარმომადგენლები, 20-მდე ტურისტული კომპანიის წევრთან ერთად, ამჟამად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან.

ლიეტუველ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან ერთად, შეხვდა და რეგიონისთვის ვილნიუსიდან პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე, ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ესაუბრა.

ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქვეყანაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს აჭარაში  ლიეტუვადან 33%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.

__________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: