მთავარი,რეკლამა,სიახლეები

კომპანია Bridge to Germany პროფესიონალ გერმანელ ექიმებთან ვიზიტს დაგიგეგმავთ

10.04.2019 • 1901
კომპანია Bridge to Germany პროფესიონალ გერმანელ ექიმებთან ვიზიტს დაგიგეგმავთ

კომპანია Bridge to Germany იმ ადამიანთა დასახმარებლად შეიქმნა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უმაღლესი ხარისხის, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით – მკურნალობით, ასევე რეაბილიტაციითა და პრევენციული კვლევებით.

მიუნხენში 2012 წელს დაარსებული კომპანია საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამედიცინო ვიზიტების უმოკლეს ვადაში სწრაფ კვალიფიციურ დაგეგმვას უზრუნველყოფს.

კომპანიის წარმომადგენლების დახმარებით პაციენტებს უმოკლეს დროში ევროპაში უკონკურენტო, უმაღლესი ხარისხის გერმანული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალება ეძლევათ. მომსახურება, პირველ რიგში, გერმანიაში ვიზიტების დაგეგმვას, დიაგნოსტიკას  და უახლესი მეთოდებით მკურნალობას გულისხმობს.

პაციენტებს, რომლებიც კომპანია Bridge to Germany– ს დახმარებით მიემგზავრებიან გერმანიაში სამკურნალოდ, ეხსნებათ ნებისმიერი ბარიერი – კომპანია უზრუნველყოფს გამოცდილ და მოწინავე პროფესორებთან უშუალო კონტაქტს, თარჯიმნისა და მძღოლის მომსახურებას, ასევე, ნებისმიერი სახის დახმარებას, რაც პაციენტს შესაძლოა სამედიცინო ვიზიტისას დასჭირდეს. კომპანიის დახმარებით პაციენტებს გარანტირებული აქვთ ევროპაში უკონკურენტო, უმაღლესი ხარისხის გერმანული სამედიცინო მომსახურება.

7-წლიანი არსებობის განმავლობაში კომპანია საქართველოს არაერთ მოქალაქეს დაეხმარა, რის შედეგადაც გერმანიაში ჩასული პაციენტები გადაურჩნენ უსარგებლოდ დაგეგმილ ოპერაციებს, არასწორად დასმულ დიაგნოზს და დაენიშნათ სწორი მკურნალობა.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კომპანიის დახმარებით, გერმანული ფონდების მიერ დაფინანსდა არაერთი ბავშვი, რომლებსაც გერმანიაში რთული და გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდათ.

თბილისი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, ახალციხე, აფხაზეთი –  Bridge to Germany-ს პაციენტები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მიმართავენ და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

გერმანული მედიცინის ხარისხი და მკურნალობის ფასი

გერმანული მედიცინის მიღწევებისა და მკურნალობის შედეგების გამო, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდგომ, გერმანია განსაკუთრებით პოპულარულია პაციენტებს შორის. ბევრმა პაციენტმა, რომლებიც მანამდე სამედიცინო მომსახურებით თურქეთში სარგებლობდნენ, გერმანიას მიაშურა. 

გერმანულ კლინიკებთან კომპანია Bridge to Germany-ს შუამდგომლობისას ფასები მაქსიმალურად გამჭვირვალე და წინასწარ არის ცნობილი. მომსახურების ზუსტი ფასის შესახებ პაციენტებს Bridge to Germany კონსულტაციას უფასოდ უწევს.

Bridge to Germany-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ საქართველოდან ხშირად მიმართავენ სიმსივნით დაავადებული პაციენტები, რომელთა რაოდენობამაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. ასევე, ხშირად უწევს კომპანია დახმარებას ორთოპედიული დაავადებების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პაციენტებს.

მნიშვნელოვანი მიმართულებებია: ენდოკრინოლოგია, ნეიროქირურგია და ოფთალმოლოგია. კომპანიას ხშირად მიმართავენ ბავშვების მშობლები ოპერაციების დასაგეგმად და დიაგნოზის გადასამოწმებლად ნეიროქირურგიული, ორთოპედიული თუ უროლოგიური პრობლემებისას.

ექვსი წლის კომპანიისადმი ნდობის მაღალ ხარისხზე პაციენტთა ყოველწლიურად გაზრდილი რაოდენობა და მათი დადებითი, მადლიერებით სავსე გამოხმაურებები მეტყველებს.

კომპანია Bridge to Germany – პრევენციული გამოკვლევები ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი წინაპირობაა

იმისთვის, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან ავირიდოთ, Bridge to Germany-ის წარმომადგენლები გვირჩევენ, აუცილებელ პრევენციულ გამოკვლევებს, ქალბატონებს – ვიზიტს გინეკოლოგსა და მამოლოგთან. მამაკაცებისთვის კი მნიშვნელოვანია პროსტატისა და ნაწლავის პერიოდული გამოკვლევები.

ამ მარტივმა პროცედურებმა შესაძლოა გადაარჩინოს ჩვენი სიცოცხლე და უკურნებელი დაავადების განვითარებისგან გვიხსნას. დროული დიაგნოსტიკის წყალობით თანამედროვე სამყაროში ბევრი რთული დაავადებისგანაა შესაძლებელი თავის დაღწევა.

კომპანია Bridge to Germany– სთან დაკავშირება ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებითაა შესაძლებელი.

ვაიბერისა და ვოთსაფის მეშვეობით უფასოდ დასაკავშირებლად დარეკეთ გერმანულ ნომერზე:

ტე.: +49 176 22 51 33 52 (Viber, WhatsApp)

იმეილი: info@bridge-to-germany.de
ვებგვერდი: www.bridge-to-germany.de

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: