მთავარი,სიახლეები

ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი” ქედასა და შუახევში გაიმართება

05.04.2019 • 1505
ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი” ქედასა და შუახევში გაიმართება

ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ ხელვაჩაურში 30 მაისს გაიმართება. ფესტივალი ვორქშოპებსა და ანიმაციური ფილმების ჩვენებებს მოიცავს. ხელვაჩაურს ესტუმრებიან ხულოსა და ბათუმის ანიმაციური სტუდიის  მოსწავლეები და თავიანთი ფილმების პროექტების პრეზენტაციებს გამართავენ. ფესტივალს 50 მოზარდი დაესწრება. „თოფუზს“ წელს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი უმასპინძლებს.

ქედაში ფესტივალი 31 მაისსა და პირველ ივნისს გადაინაცვლებს. 1-ელ ივნისს, ბავშთა დაცვის დღეს მიეძღვნება ფილმების ჩვენების ღონისძიება, რომელსაც 300-ზე მეტი ბავშვი დაესწრება.

საბავშვო ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,თოფუზი“  აპრილი – ივნისისი პერიოდში წელს 13 რეგიონში გაიმართება: ბოლნისში, თელავში, მარტვილში, ხობში, ზუგდიდში, გურჯაანში, რუსთავში, ონში, ხელვაჩაურში, ქედაში, მარნეულში, დმანისსა და ნინოწმინდაში.

თოფუზი ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული რეგიონული და საერთაშორისო ფესტივალია. თოფუზი ყოველწლიურად საქართველოს 20 რეგიონში იმართება.

ანიმაციური ფონდის მიზანი ანიმაციური ფილმწარმოების საქართველოში  განვითარება და შემდეგ მისი მსოფლიოში ინტეგრაციაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: