მთავარი,სიახლეები

რატომ არ ეთანხმება ICOMOS საქართველოს ხელმძღვანელი რივიერას ზონიდან ამოღებას

05.04.2019 • 1955
რატომ არ ეთანხმება ICOMOS საქართველოს ხელმძღვანელი რივიერას ზონიდან ამოღებას

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. ამ სხდომაზე ეროვნული სააგენტოს სპეციალურმა საბჭომ ერთადერთ საკითხზე – „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებული იყო, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ნატო ცინცაბაძე – ICOMOS საქართველოს ხელმძღვანელი.

გთავაზობთ ნატო ცინცაბაძის გამოსვლის ტექსტს სხდომის ოქმის ჩანაწერების მიხედვით:

„ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის მომზადებისთვის არსებობს კანონით განსაზღვრული პროცედურა, რომლის მიხედვითაც ის შეიმუშავეს და დაიხარჯა დიდი რესურსი. აღნიშნული დოკუმენტი არ განახლებულა – მოხდა ერთგვარი კომპილაცია უკვე შესრულებული სამუშაოების.

მერიის მიერ წარმოდგენილ კორექტირებულ დოკუმენტს არ აქვს დარგობრივი დასაბუთება, ისევე როგორც სჭირდება იმას დასაბუთება, თუ რატომ არ ეთანხმება რაიმე საკითხში ისტორიულ-კულტურულ საყრდენ გეგმას. აუცილებელია წარმოდგენილ იქნას დარგობრივი დასაბუთება, რაც პროცედურული ნაწილია.

დაუშვებელია ბულვარის ამოღება დამცავი ზონიდან.

მერიის მიერ წარმოდგენილი დასაბუთება შესაძლოა მისაღები იყოს ადმინისტრაციის კომპეტენციისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი დარგობრივ-პროფესიული არგუმენტი არაა მოყვანილი.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბათუმის ბულვარის ისტორიული განაშენიანების ზოგადი დამცავი ზონებიდან ამოღება. ასევე არ შეიძლება ე.წ. „რივიერას“ ამოღება, რადგან მისი სიხალვათე გამოწვეულია მისი საფორტიფიკაციო დანიშნულებით, შესაბამისად აუცილებელია  მისი დაცვა და შენარჩუნება.

გასათვალისწინებელია ის უზარმაზარი რესურსი [მიმართვა ეროვნულ სააგენტოს], შრომა და კვლევები, რომელიც საფუძვლად უდევს „გეოგრაფიკის“ მიერ დოკუმენტის შემუშავებას; მისი ნებისმიერი ცვლილების სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია პროფესიულ-დარგობრივი დასაბუთების მომზადება.

ნატო ცინცაბაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: