მთავარი,სიახლეები

გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

05.04.2019 • 3953
გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროექტს. აღნიშნული პროექტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობს. პარლამენტის წევრების უმრავლესობამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება, შესაძლოა, ისევ მოუწიოთ.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 4 აპრილს მიმართა და ითხოვა დაჩქარებული წესით განეხილა გამოცდებთან დაკავშირებული საკითხი.

„იმ შემთხვევაში, თუკი საკითხი  სასწავლო წლის დასრულებამდე არ გადაწყდება, 2019 წელს საჭირო გახდება სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარება. ამ შემთხვევაში გამოცდების ორგანიზება სკოლებმა აპრილის თვიდან უნდა დაიწყონ“, – ნათქვამი იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

აპირებს თუ არა მთავრობა ხელმეორედ მიმართოს პარლამენტს აღნიშნული საკითხის განსახილველად, ამის შესახებ  განათლების სამინისტროს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/354216/?fbclid=IwAR0StmwJEuM485Viz8mckS8F4ZMlq0J7QpRRbPqvNwci4Jx4tBkDPfugH1U

გადაბეჭდვის წესი


ასევე: