მთავარი,სიახლეები

აფრიკაში გადაღებული ფოტოების გაყიდვა ბათუმში ქართველი ბავშვების დასახმარებლად

04.04.2019 • 1690
აფრიკაში გადაღებული ფოტოების გაყიდვა ბათუმში ქართველი ბავშვების დასახმარებლად

„ეს არის ფოტოები, რომლებიც მოგზაურობის დროს გადავიღე, მათ შორის, აფრიკაში, ტანზანიაში… გამოვფენ აჭარის მაღალმთიან სოფლებში გადაღებულ ფოტოებსაც,“ – ამბობს გურბეთ ქართალმიში. ის თურქეთიდანაა და მეორე წელია ბათუმში ცხოვრობს. გურბეთი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურას ამთავრებს და ერთ-ერთ კერძო სკოლაში ინგლისურს ასწავლის.

გურბეთ ქართალმიშის ფოტოების გამოფენა-გაყიდვა ხვალ, 5 აპრილს, საღამოს ხუთ საათზე გაიხსნება სამხატვრო სკოლაში [ბათუმი, ფიროსმანის 16]. ეს საქველმოქმედო ღონისძიებაა. გურბეთი ფოტოების გაყიდვიდან შემოსული ფულით მაღალმთიან სოფლებში საბავშვო ბაღებისთვის სათამაშოების შეძენას აპირებს.

„ამ ღონისძიების ორგანიზატორია ქალთა სოლიდარობის პლატფორმა. ორგანიზაციის მიზანია სოლიდარობის, საქართველოს და თურქეთს შორის მეგობრობის, ასევე ქალთა გაძლიერება. ჩემთან ერთად იქნება ჯემილე ჩეთინქაია. ის ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას „ებრუზე“, ანუ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკულად ნახონ, როგორ კეთდება თურქული არტი წყალზე,“ – გვიყვება გურბეთ ქართალმიში.

ფოტოების ფასი სხვადასხვაა. გურბეთის თქმით,  თითო ფოტოს საშუალოდ 30 ლარად გაყიდის.

„შეხედე სამყაროს სიყვარულის თვალით,“ – გურბეთმა ასე დაარქვა საკუთარ გამოფენას, რომელიც 6 აპრილს, ანუ შაბათს, ხუთ საათამდე გაგრძელდება. იგი დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებულ ინტერესესს ტანზანიაში გადაღებული ფოტოები გამოიწვევს. ტანზანიაში გურბეთმა გასულ ზამთარს იმოგზაურა. ის ერთ-ერთი პროექტის მოხალისე იყო და იქ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიდა.

ტანზანია, გურბეთ ქართალმიშის ფოტო

 

ტანზანია, გურბეთ ქართალმიშის ფოტო

 

ტანზანია, გურბეთ ქართალმიშის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: