მთავარი,სიახლეები

ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ

27.03.2019 • 1593
ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ

დღეს, 27 მარტს, საქართველოს პრემიერ – მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეაბილიტირებული ბათუმის თეატრის გახსნაზე შეძახილების ფონზე შევიდნენ. თეატრთან აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა.

„კორუფცია! კორუფცია!“ – სკანდირებდნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები. მათ აქციაზე ის ბანერები მიიტანეს, რომელზეც აჭარაში დაწყებული, მაგრამ დაუმთავრებელი პროექტები იყო გამოსახული.

„თეატრის წინ აქცია იმიტომ გავაკეთეთ, გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ აჭარაში კორუფციაა“ – გვითხრა აქციის მონაწილე ანრი გუბაევმა.

ბათუმში დღეს დრამატული თეატრის რეაბილიტერებული შენობა გაიხსნა.

ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ

დღეს, 27 მარტს, საქართველოს პრემიერ – მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეაბილიტირებული ბათუმის თეატრის გახსნაზე შეძახილების ფონზე შევიდნენ. თეატრთან აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა.„კორუფცია! კორუფცია!“ – სკანდირებდნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები. მათ აქციაზე ის ბანერები მიიტანეს, რომელზეც აჭარაში დაწყებული, მაგრამ დაუმთავრებელი პროექტები იყო გამოსახული.ვრცლად ამ თემაზე:https://batumelebi.netgazeti.ge/news/191071/

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 27 მარტი, 2019

აქცია ბათუმის თეატრთან

აქცია ბათუმის თეატრთან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: