2019 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი [332.9 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით [11.6 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა – 31.62 მლნ აშშ დოლარი [მთლიანი გზავნილების 25.2%, რაც 4.05%-ით ნაკლებია 2018 წლის თებერვლის თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით].
ფულადი გზავნილების მიხედვით თებერვალში, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა იტალია [17.44 მლნ აშშ დოლარი], ხოლო მესამეზე – საბერძნეთი [14.16 მლნ აშშ დოლარი].
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.
2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მლნ აშშ დოლარი [47.1 მლნ ლარი] გადაიგზავნა, 2018 წლის თებერვალში კი – 18 მლნ აშშ დოლარი [44.3 მლნ ლარი].