მთავარი,სიახლეები

40 656  ლარის მოტყუებით მითვისების გამო ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

15.03.2019 • 1173
40 656  ლარის მოტყუებით მითვისების გამო ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  ყალბი დოკუმენტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ამსახველი ყალბი მონაცემების შემცველი ანგარიშები, რომელშიც  ხელოვნურად გაზარდა ბენეფიციართა და ჩატარებული სარეაბილიტაციო კურსების რაოდენობა.

დანაშაულში მხილებულმა პირმა, ასევე,  გააყალბა ბენეფიციართა მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების ხელმოწერები, თითქოსდა მათ მიღებული ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

ბრალდებულმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტები  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა და მოტყუებით მოითხოვა და მიიღო  დიდი ოდენობით თანხა – 40 656  ლარი“.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: