მთავარი,სიახლეები

მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიელი ტურისტები იპოვეს

15.03.2019 • 1298
მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიელი ტურისტები იპოვეს

ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში, შვეიცარიის ორი მოქალაქე დაიკარგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაკარგული ტურისტები  მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

ამავე წყაროს ცნობით, ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

„სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-ნათქვამია სამაშველო სამსახურის განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: