მთავარი,სიახლეები

მაღაზიების გაქურდვისთვის ბათუმში 2 არასრულწლოვანი ამხილეს

15.03.2019 • 1223
მაღაზიების გაქურდვისთვის ბათუმში 2 არასრულწლოვანი ამხილეს

ნამცხვრისა და სურსათის მაღაზიების გაქურდვისთვის პოლიციელებმა ორი არასრულწლოვანი დღეს, 15 მარტს, ამხილეს. საუბარია წერეთლის ქუჩაზე მდებარე ნამცხვრის მაღაზიაზე, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან დღემდე უკვე მესამედ გაქურდეს. ბოლო შემთხვევა 13 მარტს ღამით მოხდა. სურსათის მაღაზია კი ასევე 13 მარტს აეროპორტის გზატკეცილზე გაქურდეს.

შსს-ს ცნობით, დღეს მხილებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, რომელიც ახლა 15 წლისაა, თებერვალშიც გაქურდა ნამცხვრის მაღაზია. ამავე საქმეზე მხილებული მეორე ბიჭი კი, 17 წლისაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 13 მარტს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილსა და წერეთლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო და საკონდიტრო მაღაზიებში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი მოიპარეს.

„ორივე არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: