განათლება,მთავარი,სიახლეები

ევროკავშირი ახალგაზრდულ პროექტებს 1 500 000 ევროთი დააფინანსებს

14.03.2019 • 1838
ევროკავშირი ახალგაზრდულ პროექტებს 1 500 000 ევროთი დააფინანსებს

„ახალგაზრდობა ცვლილებისათვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ევროკავშირი  1 500 000 ევროთი დააფინანსებს. პროექტს ახალგაზრდობის განვითარების ფონდი Save the Children International-თან ერთად განახორციელებს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც პირველი კონფერენცია – „ახალგაზრდობის დასაქმება გამოწვევები და მიდგომები“ უკვე ჩატარდა.

„კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სოციალურ უნარებში არაფორმალური განათლების მომწოდებლებისა და დასაქმების სერვისების კოორდინაცია, ამ უნარებში არაფორმალური განათლების ინსტიტუციონალიზაციის გზების გამონახვა და ინტერნეტული პლატფორმის გამოყენებით ქსელური მუშაობის ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეებს შორის“, – აცხადებენ სამინისტროში.

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა, სოციალური მეწარმეობის პროექტების განსახორციელებლად, გრანტების სახით, ოთხი არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის 329 545 ლარი უკვე გასცა.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის მიზანი არაფორმალური განათლებისა და სოციალურ მეწარმეობაში ჩართვის გზით, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის ზრდის ხელშეწყობაა.

ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტში  აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებზეა გათვლილი, რადგან კვლევამ ამის საჭიროება აჩვენა.

„კვლევა განხორციელდა გასულ წელს და სამიზნე ჯგუფს კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა მთიანეთის რეგიონების ახალგაზრდები შეადგენენ. გვინდოდა პროექტი სხვა რეგოინებზე გავრცელებულიყო, მაგრამ ამ ეტაპზე სრულად არ არის დაფარვა,“- გვითხრა მან.

ორგანიზაციების ჩამოთვალი, რომლებმაც პროექტის ფარგლებში დაფინანსება მიიღეს:

  1. ორგანიზაცია – უკეთესი მომავლისთვის

პროექტის სახელწოდება   : სამუშაოს მოძიების უნარების განვითარება და დასაქმების შესაძლებლობები იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებისათვის

რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი (წეროვანი დევნილთა დასახლება)

გრანტი: 71600 ლ

2. ორგანიზაცია: მეღვინე ქალთა და ყურძნის მესაკუთრეთა ასოციაცია

პროექტის სახელწოდება: „ღვინის სკოლა“ ქვევრის ღვინის საწარმოში“

რეგიონი: კახეთი (ყვარელი)

გრანტი: 82410 ლ

3. ორგანიზაცია: ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის

პროექტის სახელწოდება: ,,ინოვაცია და ჩვენ’’

რეგიონი: შიდა ქართლი

გრანტი: 86250 ლ

4. ორგანიზაცია: ,,ეკოსოკო’’

პროექტის სახელწოდება: ,,ხელი ხელს’’

რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი

გრანტი: 89295 ლ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: