მთავარი,სიახლეები

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

14.03.2019 • 5342
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 159 100 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

ბაღის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 31 მარტს დაიწყება და 5 აპრილს შეწყდება.

ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება და ის 150 ბავშვზეა გათვლილი.

საბავშვო ბაღი, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ უნდა აშენდეს / რენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: