დღეს, 13 მარტს, ბათუმში აფხაზური დედაენის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით გამოსცა.
წიგნი ნებისმიერ ადამიანს გამოადგება, ვინც აფხაზური ენის შესწავლითაა დაინტერესებული. აფხაზური ენა ბათუმში ორი წელია ორ – სოფელ ფერიისა და ბათუმის მეთოთხმეტე საჯარო სკოლაში ისწავლება.
სკოლების გარდა აფხაზური ენის შესწავლა ბათუმში აჭარის განათლების ფონდშია შესაძლებელი.
იგივე თემაზე:
ლიანა აიკუცბა ბათუმში აფხაზური ენის სწავლებაზე: ერთადერთი სახელმძღვანელო თბილისში, არქივში მონახეს