გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 4 მარტის 21 საათიდან 5 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი
- ღამით: 0 – 5 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 0-5 გრადუსი
- ღამით: 3-8 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 6 მარტს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, 7 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს.