ხელვაჩაურის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ხალვაშმა, თანამდებობა დატოვა. ხელვაჩაურის მერიაში გვითხრეს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება დღეს დაწერა.
„მაგიდაზე მაქვს მისი განცხადება, თანამდებობა დატოვა პირადი სურვილის საფუძველზე. დღეს მქონდა საუბარი, რა არის მიზეზი და ასე განმიმარტა, რომ აქვს სხვა შემოთავაზებები და ამიტომ უნდა სცადოს საკუთარი თავი სხვა მიმართულებითაც,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.
მისი თქმით, წასვლის მიზეზად არ დასახელებულა აუდიტის 2017 წლის დასკვნა, რომელშიც ხარვეზები დაფიქსირდა.
___________
ფოტოზე: ზვიად ხალვაში. ფოტო: ხელვაჩაურის მერია