მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

22.02.2019 • 996
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 22 თებერვლის  21 საათიდან 23 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 1 – 2 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 24 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან  და მომდევნო ორ დღეს დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: