კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] სარეაბილიტაციოდ სააგენტო პროექტს შეისყიდის

21.02.2019 • 4373
ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] სარეაბილიტაციოდ სააგენტო პროექტს შეისყიდის

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე ე.წ. ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია.

შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული და დღეს ავარიულ მდგომარეობაშია. მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა.

სატენდერო პირობის მიხედვით, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 5 მარტს დაიწყება და 7 მარტს დასრულდება.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2016 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 100 000 ლარის ჯამური ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

„ფესენკოს აგარაკი“ მახინჯაურში / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „ფესენკოს აგარაკის“ დახასიათება /სატენდერო დოკუმენტებიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: