სკოლის მოსწავლეების კონკურსი „წიგნიერი” ბათუმში წელს პირველად გაიმართება



საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კონკურსი „წიგნიერი” წელს ერთდროულად თბილისში, ქუთაისში, ამბროლაურში, ბათუმსა და თელავში გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობა X-XI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, მათ სამი შერჩეული ნაწარმოების მიხედვით ესეების დაწერა დაევალებათ.

წელს შერჩეული ნაწარმოებებია: ფრედერიკ ბეგბედერის „ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები“, რადეკ იონის „Memento” და ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ”.

კონკურსის დღემდე მონაწილეები ამ ტექსტებს უნდა გაეცნონ. ესეს სათაური კი მონაწილეებისთვის კონკურსის დღეს გახდება ცნობილი.

კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 22 მარტს:

  • თბილისში – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7)
  • ქუთაისში – ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1)
  • ამბროლაურში – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32)
  • ბათუმში – აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა (ვაჟა-ფშაველას 21)
  • თელავში – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (ერეკლე მეორის მოედანი 1)

 

კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა.

კონკურსი „წიგნიერი“ ხუთი წელია ტარდება. ბათუმში „წიგნიერი“ წელს პირველად გაიმართება.

„წიგნიერი“ საბოლოოდ სამ გამარჯვებულს გამოავლენს, მათ „თიბისი ბანკი“, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” და გამომცემლობები გადასცემენ საჩუქრებს. გამარჯვებულების ტექსტებს „საბა“ ელექტრონული წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 15 მარტამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. კონკურსანტმა რეგისტრაციის გავლის დროს უნდა აირჩიოს კონკურსში მონაწილეობის ადგილი.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2019 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 032 2 97 16 18 ან მისწერეთწიგნიერის” facebook გვერდს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან