მთავარი,სიახლეები

როგორ გამოვიცნოთ ნატურალური თაფლი – მეფუტკრის რჩევა

18.02.2019 • 4871
როგორ გამოვიცნოთ ნატურალური თაფლი – მეფუტკრის რჩევა

ნატურალური და ხელოვნურად დამზადებული ე.წ. შაქრიანი თაფლის ერთმანეთისგან გარჩევა, ერთი შეხედვით, ძალიან რთულია. ხშირად ნატურალური თაფლის გამოცნობა გემური თვისებებითაც შეუძლებელია. ხასან გორჯელაძემ, მეფუტკრემ მტირალადან, გვირჩია, თუ რა მეთოდებით შეიძლება გამოვიცნოთ ნატურალური თაფლი.

  • ნატურალური თაფლი კოვზიდან გადმოღვრისას არ უნდა გაწყდეს, არ უნდა წამოვიდეს წვეთებად.
  • წყლიან ჭიქაში ჩავასხათ თაფლის წვეთები. ნატურალური თაფლი არ გაიხსნება, დაილექება ფსკერზე, მას გარკვეული დრო სჭირდება წყალთან შერევისთვის, შაქრიანი კი მალე შეერევა წყალს.
  • ასანთის ღერი ამოვავლოთ თაფლში, შემდეგ გავწმინდოთ და გავუკიდოთ, თუკი ასანთი აალდება, ესე იგი, თაფლი ნატურალურია, თუ არ აალდა, ეს ნიშნავს, რომ ასანთის ღერი დასველდა ანუ თაფლი შაქრიანია.
  • არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, შავი ქიმიური ფანქარი უნდა მოვურიოთ თაფლს, ნატურალურ თაფლს ფანქარი არ შეერევა, ხელოვნურს კი – იოლად გაერევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: