სიახლეები

შსს: საქართველოს საავტომობილო გზებზე 2086 ვიდეოკამერაა ჩართული

18.02.2019 • 1917
შსს: საქართველოს საავტომობილო გზებზე 2086 ვიდეოკამერაა ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზებზე ამ დროისთვის სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს. მარტო 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის, 119 კი – ნომრის ამომცნობი.

აჭარის რეგიონში გასულ წელს სულ ამოქმედდა ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი. რეგიონში ბოლოს ჭკვიანი კამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე ამოქმედდა.

ვიდეოკამერები გზებზე შემდეგ სამართალდარღვევებს აფიქსირებს:

2019 წლის 14 იანვრიდან, „ჭკვიანი“ კამერების მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმებაც, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

სამინისტრო ასევე მოუწოდებდა მძღოლებს ვიდეოჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების სისწორე – რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილურის ნომერი. აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება.

შსს აცხადებს, რომ უწყება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზებზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების მონტაჟს განაგრძობს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში. კერძოდ:

იმერეთის რეგიონში:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-ფარცხანაყანევის შემაერთებელ მონაკვეთზე, ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრიდან (ქვიტირი) – ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრამდე (ფარცხანაყანევი), კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-წყალტუბოს შემაერთებელ მონაკვეთზე, ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩიდან – ქალაქ წყალტუბოში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩამდე. კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

სამეგრელოს რეგიონში:

ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მონაკვეთზე, სამეგრელოს, ხობის, შავი ზღვისა და ალ.ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან – სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

ფოთში (ფოთის შემოვლით გზაზე), ლარნაკის ქუჩიდან (მდინარე რიონი). – წმ. გიორგის, აკაკის და გურიის ქუჩების გადაკვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: